ისტორიულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

25 იანვარი, 2019

გიორგი მორგოშიას წიგნის - ,,ოცინდალე“ პრეზენტაცია გაიმართა დღეს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში. ღონისძიება მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ორგანიზებით ჩატარდა. ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოდგენილ ლიტერატურულ - მხატვრულ კომპოზიციაში - ,,წინაპართა ნაკვალევზე" , ვრცლად მიმოიხილეს ოცინდალეს ისტორია და წიგნში მოყვანილი ფაქტები. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე