ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება

1 April, 2021

სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში საავტომობილო გზის 5 კილომერტიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტის საფარით დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კობა ჯიქიამ და მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტულის მოწყობა მიუხედავად პანდემიისა არ შეჩერებულა და აქტიურად მიმდინარეობს. .

აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 285 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

გააზიარე