გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა

26 იანვარი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი 2“ –ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შ.პ.ს.,,გამაკოსტალტინგის“ გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორმა ჯუღული ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა მშენებლობის პროექტზე და გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარადგინა. დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყლის ხეობაში 44.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი მჭედლიშვილი, მშენებელი ორგანიზაცია შ.პ.ს. ,,კავკასუს როუდ პროჯექტის“ წარმომადგენლები – მიხეილ ახალაია ,თამარ ახალაია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები.

გააზიარე