გამგებელი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეწვია

24 April, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს შეხვდა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი მდგომარეობა განიხილა. დათო გოგუამ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს. შეგახსენებთ,რომ გუშინ ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები. გუშინვე ოპარატიულად მოხდა გზების დაზიანებული ხეებისგან გაწმენდა.წაქცეული ხეები მოიჭრა ასევე ეზოებსა და პარკებში.გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ხელმძღვანელობდა. გამგებელი დღესაც თავად ეწვია დაზარალებული მოსახლეობის ოჯახებს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა 54–მდე საცხოვრებელ სახლს, 3 საბავშვო ბაღს, ერთ საჯარო სკოლასა და 2 ადმინისტრაციულ შენობას. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გრძელდება ზარალის ოდენობის დადგენა.

გააზიარე