გამგებელი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

19 May, 2017

ჩხოროწყუს საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს !

გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ!

სკოლა... ბავშვობის წლები... საუკეთესო წლებია, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებთ. ცოდნის ამ პატარა ტაძარში იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა...

დადგა დრო, თქვენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ, იმედი მაქვს, რომ საკუთარი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მშობლებსა და პედაგოგებს კი, მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის.

პატივისცემით,
დათო გოგუა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

გააზიარე