,, ერთი დღით გაცოცხლებული დადიანებისეული ცხოვრება“

7 ივნისი, 2018

დღეს სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლაში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტ - ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება - ,, ერთი დღით გაცოცხლებული დადიანებისეული ცხოვრება“ გაიმართა. სკოლის ეზოში დადიანების ცხოვრების ამსახველი ექსპონატები გამოიფინა. გაიმართა, ასევე, კოსტიუმირებული წარმოდგენა, მოეწყო თეატრალიზებული ჩვენება. აღნიშნული ღონისძიება ხაბუმეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ხათუნა მიქავას ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიები. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლაში განთავსებული მუზეუმი. ღონისძიებას წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ და სხვადასხვა ღონისძიებაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

გააზიარე