დღეს სოფელ თაიაში დასახლების საერთო კრება ჩატარდა

24 მარტი, 2017

დღეს სოფელ თაიაში, ასოციაცია ,,დეას" მხარდაჭერით, პროექტ ,,მოქალაქეთა მონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახლების საერთო კრება ჩატარდა. კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა. კრებას მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ვალერი თოდუა დაესწრო. დღის წესრიგით განიხილეს 4 საკითხი. მოსახლეობამ მოსაგვარებელ პრობლემად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხიდისა და ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა დაასახელა. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა,რომ სოფელში ,პირველ რიგში , სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.

                

გააზიარე