დღეს საახალწლო ,,სურვილების ყუთი“ გაიხსნა

29 დეკემბერი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მერიის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას მხარდაჭერით მერიაში ,საახალწლოდ, პატარებისთვის ,,სურვილების ყუთი" იყო განთავსებული. დღეს ახალგაზრდული მერიის წარმომადგენლებმა, მერთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, აღნიშნული ყუთი გახსნეს და მასში მოთავსებულ წერილებს გაეცნენ. ყუთში სულ 107 წერილი აღმოჩნდა. ახალგაზრდული მერიის გადაწყვეტილებითა და დათო გოგუას მხარადჭერით, თოვლის ბაბუა ადრესატებს წერილში მითითებულ მისამართზე ესტუმრება და მათ საახალწლო სურვილებს აუსრულებს.

3

გააზიარე