დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

16 April, 2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, პანდემიასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. სააღდგომო პროდუქტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის 60-მდე ოჯახი მიიღებს. ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სახლში მიუტანა. #StopCoV #დარჩისახლში

გააზიარე