დათო გოგუა ფეხბურთის ტურნირს დაესწრო

9 ივნისი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა სოფელ მუხურში მიმდინარე ტურნირს დაესწრო. ტურნირი ,რომელიც მინი ფეხბურთში ჩატარდა, მუხურის საჯარო სკოლის ფიზკულტურის ყოფილი პედაგოგის, კოტე ესართიას ხსოვნას მიეძღვნა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარჯვებული გუნდისთვის პრიზი დააწესა, რომელიც პირველ ადგილზე გასულ მუხურის საჯარო სკოლის გუნდს გადაეცა. მეორე ადგილზე ჭოღის, ხოლო მესამეზე ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ.

გააზიარე