ჩხოროწყუში სტიქიის შედეგებს ითვლიან

1 დეკემბერი, 2018

30 ნოემბრის სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა მოსახლეობის 80–მდე საცხოვრებელ სახლს, 2 ადმინისტრაციულ შენობასა და 1 საბავშვო ბაღს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. წააქცია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, რის გამოც, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის წაქცეული ხეებისგან გაწმენდილია გზები და აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა სოფელში, გარდა ნაკიანისა, აქ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფება და ეცნობა არსებულ მდგომარეობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა დახმარება. სტიქიის გამო მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია საგანგებო შტაბი. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 85 65 77; 599 85 66 07; 599 85 65 87;

გააზიარე