ჩხოროწყუში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

29 May, 2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე , “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დამონტაჟებულია წერტილოვანი ფერომონები, რომლის საშუალებით ხდება მავნებლის განადგურება. 28 მაისს, სოფელ ხაბუმეში, კონკრეტულ უბნებში, თერმული ნისლის აგრეგატით აღჭურვილი 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად მუშაობდა. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას ადილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ის შეხვდა მოსახლეობას და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა. ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები: შალვა მეტრეველი, დავით აშორდია და სოფლის ხელმძღვანელი პირები. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება.

გააზიარე