ჩხოროწყუს სამშობიარო სახლმა მუშაობა განაახლა

23 იანვარი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად, ნ.მიქაიას სახელობის ჩხოროწყუს სამშობიარო სახლში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შეხვდა მედ.პერსონალს და მათ საჭიროებებს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საოპერაციო ბლოკი და ინტენსიური პალატა. სამშობიარო სახლი უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო აპარატურით. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, 33 თანამშრომელია დასაქმებული. სამშობიარო სახლმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 იანვარს განაახლა. შეგახსენებთ, რომ სამშობიარო სახლს ,2017 წლის მაისში , ინფრასტრუქტურის სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება შეუჩერდა. შეჩერებული იყო ასევე სამეანო სტაციონარული მომსახურება.

გააზიარე