ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10 აგვისტო, 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, ფასადების, დრენაჟების, ელექტრო სისტემის მოწყობა. დერეფნების შეკეთება, ღია დერეფნის ამოშენება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

 

გააზიარე