ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობა LED ნათურებით მიმდინარეობს.

8 April, 2021

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება. განათების მოწყობით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ზუმის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნენ. გარე განათება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთულებში ეტაპობრივად მოეწყობა. სამუშაოებს ა(ა)იპ მექანიზაციის , დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი ასრულებს.

გააზიარე