ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

29 April, 2017

28 და 29 აპრილს დედამიწის კვირეულის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საჯარო მოხელეები, საჯარო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები, სხვადასხვა ორგანიზაციის, სამსახურების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები,სკვერები,პარკები, გზებისა და მდინარის სანაპიროები. დასუფთავების მასშტაბური აქცია სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში გაიმართა. დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.

გააზიარე