ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26 May, 2019

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. სოფელ ახუთში, ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დესწრნენ და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.გვირგვინით შეამკეს მერაბ კოსტავას ბიუსტი, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.მერაბ კოსტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში მოეწყო სპორტული აქტივობები: მერიის პირველობა ქართულ ჭიდაობაში, ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრში გაიმართა საშეჯიბრო -გუნდური კუმიტე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გეზრბენი.ფეხბურთი, ტურნირი ბლიც ჭადრაკში. ჩატარდა საჩვენებელი აქტივობები ტაიკვანდოში , კრივსა და ძიუდოში.სპორტულ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის მერმაც მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ფულადი პრიზებით, ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. ქალაქის კულტურის სახლში ადგილობრივი ანსამბლების, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. აქვე, გაიმართა 3-5 მაისს ჩატარებული - სასკოლო თეატრალურ ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯილდოება.ღონისძიება მერიის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. შეკრებილ აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით მიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მათ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გააზიარე