ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა რეგიონალურ პირველობას უმასპინძლა

20 ივლისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალურ პირველობას მძლეოსნობაში. ღონისძიება რეგიონალური მძლეოსნობის ფედერაციის ინიციატივით,ა(ა)იპ ჩხოროწყუს კომპლექსური სასპორტო სკოლისა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა . ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეჯიბრება 8 მძლეოსნურ დისციპლინაში : სირბილში (60 მ,100მ,400 მ,800 მ),ბირთვის კვრაში, ბადროში,სირძეზე ხტომასა და სამმაგ ხტომაში ჩატარდა. გამარჯვებულებს დიპლომები და შესაბამისი ხარისხის თასები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და რეგიონალური მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა რეზო ბუკიამ გადასცეს. გუნდური ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე ჩხოროწყუს გუნდი გავიდა,მეორეზე სამტრედიის გუნდი,ხოლო მესამე ადგილი მარტვილის გუნდმა დაიკავა. ღონისძიებაში მონაწილეობა 6 მუნიციპალიტეტის 120 -მდე მძლეოსანმა მიიღო.

გააზიარე