ჭოღა

ჭოღას ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ჭოღა მდებარეობს ზეგანური ხასიათის სერებითა და ბორცვებით დაფარულ გორაკზე მდ. ოჩხომურის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 250 მ–ზე. სოფლის ტერიტორია შეადგენს 5057 ჰა. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკიანი და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჭყონი, ჩრდილოეთით ნაფიჩხოვო და თაია, დასავლეთით და სამხრეთით სოფელი ხაბუმე. სოფელი ჭოღა წარმოდგენილია პირველ და მეორე ჭოღად, აგრეთვე ლექობალედ. ტოპონიმ ჭოღის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია აზრი იმის თაობაზე, რომ იგი დაერქვა ღელე ჭყონ–ღალის მიხედვით რომელიც მეორე ჭოღის ტერიტორიაზე მიედინება. სოფელ ჭოღაში დღეის მდგომარეობით 750–მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა შეადგენს 2200, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობაა 1388. სოფელში ფუნქციონირებს 1875 წელს დაარსებული საჯარო სკოლა, არასრული და დაწყებითი სკოლა და  სამი საბავშვო ბაღი. 1910 წელს გამოშვებული საიმპერატორო სახლის მიერ კავკასიის აღწერის კალენდრის მიხედვით ჭოღის თემის ტერიტორიაზე შედიოდა 5 სოფელი, საერთო მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 5484. იმ დროისათვის ჭოღის თემში არსებობდა ქალთა და მამაკაცთა საერო სკლები, ქალთა და კაცთა საეკლესიო სკოლები და ორწლიანი კერძო გიმნაზია. სოფელ ჭოღის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ქვითკირის ეკლესია, რომელიც მე–14, მე-15 საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ჭოღის  მთავარანგელოზთა ეკლესიის ხატი (XVII ს. ვერცხლი), რომელიც ამ სოფელში და მის ახლომახლო სალოცავის არარსებობის გამო დაბრძანებულია ხაბუმის თემში არსებულ სალოცავში. სოფელ ჭოღის ტერიტორია უძველეს დროში წარმოადგენდა მეტალურგიის გავრცელების არეალს, რაც დადასტურდა პროფესორ დ. ხახუტაიშვილის მასალებით "რკინის წარმოების ადრეული საფეხურის ისტორიისათვის ჩრდილო კოლხეთში"

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ვახტანგ თოდუა

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ:  599 85 65 86

E-mail: vaxtangtodua@gmail.com

სამუშაო გამოცდილება

1982  წლიდან დღემდე   არის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭოღის ადმინისტრაციულ ერთეულში.

განათლება

ქ. როსტოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი.

სპეციალისტები
  • ოქრო შენგელია – მობ: 551-19-11-72
  • სლავა ქობალია – მობ: 592-14-85-58



 

გააზიარე