აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განხილვა

28 სექტემბერი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, გამგებლის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს შეხვდა.  შეხვედრას ესწრებოდა გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გია ცირამუა.
გამგებელმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია სოფლებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე დათო გოგუამ განმარტა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქცია და აღნიშნა, რომ ფართობების შესაწამლად ინსექტიციდს ყველა კომლი მიიღებს. უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ისაუბრა ასევე სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა. ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები სოფლის ხელმძღვანელებმა დღეს მიიღეს, ისინი მოსახლეობას ინსაკართან და ფერომონებთან ერთად წამლის გამოყენების ინსტრუქციასაც გადასცემენ.

 

გააზიარე