ახუთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 May, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, წუხელ, გვიან ღამით, დაზმირ ნაროუშვილის ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. მთლიანად დამწვარია ასევე დამხმარე ნაგებობები. ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გადარჩენაც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების 2 და ქალაქ ზუგდიდის 1 ეკიპაჟი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მერი დათო გოგუა, მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 5 000 ლარს ჩაურიცხავს. ასევე, დაზმირ ნაროუშვილს გადაეცემა ხე მასალა.

გააზიარე