,,ახალგაზრდული დღეები – 2017“დასრულდა

25 აგვისტო, 2017

,,ახალგაზრდული დღეები – 2017“ 18 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს გალაკონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად, X ფაქტორელებმა მიიღეს. ,,ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიები ჩატარდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და გამგეობის კულტურის, სპორტისა და სახლგაზრდობის საქმეთა სამსახურების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ,,ახალგაზრდული დღეები – 2017“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე