აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2020

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ჯიქიამ, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანო პერტაიამ. კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს ,საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა.ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.  კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ ,,ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ფარგლებში 1500 ლარი გამოუყო.

გააზიარე