ა(ა)იპ-ებისა და სოფლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა

2 ოქტომბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, სოფლის დეპუტატებს, ა(ა)იპ-ების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, მერიის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სატყეო უბნის უფროსი რობერტ ხარებავა. შეხვედრაზე ,,კოლხური შემოდგომ-ის “ ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ,,კოლხური შემოდგომა“ წელს ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. ქალაქის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ჩატარდება კონცერტი როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების, ასევე მოწვეული მომღერლების მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს , ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ების, სხვადასხვა ორგანიზაციის, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების მიერ მოეწყობა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, წარმოდგენილი იქნება მეგრული სამზარეულო. ასევე, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან „საპატიო ჩხოროწყუელები“ . თათბირზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყო ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

 

გააზიარე