საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

1 April, 2021

31 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, რომელსაც დღეს დაბადებიდან 82 წელი შეუსრულდებოდა. სხდომამ ჩვეულ ფორმატში გააგრძელა მუშაობა და შეუდგა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების განხილვას:

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეულ საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ.

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის თაობაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულო წევრთა უმრავლესობამ დასამტკიცებლად მხრი დაუჭირა. აღნიშნულ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და სამოქალაქო აქტივის წევრები ესწრებოდნენ.

+13

Share page