საკრებულოს ბიუროს სხდომა

1 April, 2021

29 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეულ საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხების საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გატანას.

 

Share page