მერი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

25 August, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ექვსი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, ფასადების, დრენაჟების, ელექტრო სისტემის მოწყობა. დერეფნების შეკეთება, ღია დერეფნის ამოშენება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია ადგილზე გაეცნენ.

Share page