მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

20 August, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია და შიდა კონკურსს  მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე WWW.HR.GOV.GE-ზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი. 

  1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის დაცვის ინსპექტორი);
  2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი);
  3. ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
  4. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
  5. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი
  6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი;
  7. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სტატისტიკისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი;
Share page