ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე პროექტებს გეცნენ

21 July, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ჩხოროწყუში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ჩხოროწყუში სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კმ. მანძილზე ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ასევე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.

 

Share page