ჩხოროწყუში საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლით მუშავდება

19 July, 2020

 ქვედა ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ახუთში, ლეწურწუმესა და კირცხში თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საკარმიდადმო ტერიტორიები 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით დამუშავდა. წამლობით ღონისძიებებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და მიმდინარე ღონისძიებები დეტალურად განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერების ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ თერმული ნისლით დამუშავების მეთოდს არ გააჩნია ნარჩენი ეფექტი, პრეპერატი არ რჩება მცენარეებზე (ბოსტნეული, ხეხილი, მარცვლეული და სხვ). ფაროსანაზე მოქმედებს პირდაპირი კონტაქტით და ადგილზე ანადგურებს. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფერომონები განთავსდა. დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომობით იგეგმება. ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, წინსწარ ეგზავნებათ. თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საკარმიდადმო ტერიტორიები ყველა სოფელში დამუშავდება. #ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას

Share page