სტიქია ჩხოროწყუში

13 July, 2020

კოკისპირულმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები , ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ბეტონის ღობე. დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტრო ენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.

 

Share page