მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

5 April, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პოდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება გრძელდება. 19 დასახელების სასურსათო პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებებისაგან შემდგარი სასაჩუქრე კალათი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟოროტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს. სასაჩუქრე პაკეტი,მუნიციპალიტეტს შპს ,,ტიბინი ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ახალაიამ გადასცა, მას აღნიშნული კატეგორიის 300 ოჯახს გადასცემენ. თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ღირებულების პროდუქციაა გათვალისწინებული. #სიკეთე_გადამდებია #დარჩი_სახლში #StopCov

Share page