ხაბუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

21 May, 2020

სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბნის მიმართულებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. ასფალტირებული გზა 5 კმ და 500 მ მონაკვეთზე დაიგება. პროექტის ბიუჯეტი 1 285 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.

 

Share page