საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

9 January, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია მერის წარმომადგენლებს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს, საკრებულოს წევრებს შეხვდნენ და მათ შობა -ახალი წელი მიულოცეს. შეხვედრაზე გასული წლის მუშაობის შედეგები განიხილეს, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს და პრობლების ეფექტიანად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩქოვანი,მერის მოადგილე ვალერი თოდუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

Share page