დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეები მიიღო

17 January, 2020

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერს ღიად ესაუბრა თავიანთ საჭიროებებზე და პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. დათო გოგუა გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და თითოეული მათგანის განცხადება დეტალურად განიხილა. განცხადებები ძირითადად ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა და შესაბამის სამსახურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათი დროული გადაჭრა დაავალა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მერი მათ ყოველდღიურად ღებულობს.

 

Share page