საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

16 October, 2019

საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.

Share page