ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ლიეტუვას დელეგაცია სტუმრობს

17 October, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერი საულიუს ჯაუნიეკა კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობს. დელეგაციამ დღეს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან,მერის პირველ მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშვი ადგილები დაათვალიერა. მოლეტაის მერი ესტუმრა ქალაქის საბავშვო ბაღს, სამუსიკო სკოლას, დაათვალიერა ისტორიული მუზეუმი, სოფელ თაიაში ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. სტუმრები იმყოფებოდნენ ასევე სოფელ ახუთში, ესტუმრნენ კუხალაშვილების საუკუნოვან ოდას, სადაც გაეცნენ ანსამბლ ,,ჩხოროწყუს" შემოქმედებასა და მეგრული კერძებიც დააგემოვნეს. საულიუს ჯაუნიეკა დელეგაციასთან ერთად 19 ოქტომბერს ჩხოროწყუში სახალხო ზეიმს ,,კოლხური შემოდგომა“ დაესწრება, სადაც საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

Share page