,,კოლხური შემოდგომა" ჩხოროწყუში

19 October, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა“ გაიმართა, ჩხოროწყუ 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გახსნა , მან მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: შიო მუჯირს - (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდლოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი;) ედემ კვირტიას - (მწერალი, პუბლიცისტი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); არნოლდ ჟვანია - (ღვაწმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, წლების განმავლობაში ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი); კოტე ვახანია - (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი); აველინა გოგუა - (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი); ჩხოროწყუსა და მოლეტაის მერებმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ასევე ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. დაესწრნენ სოფელ მუხურში ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ,,დომიხვამით ოდაბადე“ ,დაათვალიერეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გამოფენა ,,ჩხოროწყუ 90 წლისაა“. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სულგუნის მომზადებაში დაამყარდა ეროვნული რეკორდი, იაგო დარსალიამ 34კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. მთელი დღის მანძილზე მუნიციპალიტეტის ცენტრში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით .ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულ გიორგი პაპავას მერმა ჭედილა გადასცა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, საჯარო სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს. წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. ასევე, გაიმართა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო ღონისძიებებს ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერი საულიუს ჯაუნიეკა კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა. მუნიციპალიტეტის მერები, სასულიერო პირები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაიმართა გალა კონცერტი ,რომელშიც ადგილობრივი ბენდი და სოფო და ბორის ბედიები მონაწილეობდნენ. ,,კოლხური შემოდგომა ’’ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Share page