მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

5 August, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავალიერეს. პროექტის ფარგლებში მშვიდობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს.,, სექოია“ ასრულებს. პროექტი რეგ.განვითარების ფონდის მიერ 300 000 ლარით ფინანსდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი აქამდე არ ყოფილა. ქალაქში მიმდინარე წელს ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტირდა ასევე გრიგოლიას, და ლესელიძეს ქუჩები.

Share page