საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

29 July, 2019

დღეს მუნიციპალიტეტრის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმ,ჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით კახა უბირიასთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 5. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებული პეტიციების განხილვის თაობაზე.
საკრებულოს ბიუროს წევრთა უმრავლესობით აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას კენჭი უყარეს.

Share page