კომისიის სხდომა

29 July, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დაზმირ დარსალია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსში არსებული უძრავი ქონების ქ. ჩხოროწყუში დავით აღმაშენებლის N1 -ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართის - 37,56 კვ.მ საკადასტრო კოდი N 46.02.32.028, ა() იპ ,, სოფლისა და სასოფლოს მეურნეობათა განვითარების სააგენტოსთვის" უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ლეწურწუმეში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი N46.13.36.333 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში მცხოვრები კახა უბირიაზე იჯარით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ . 
კომისიის წევრებმა საკითხის განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირეს აღნიშნმული საკითხების ბიუროს სხდომაზე გატანას.

Share page