მერი სამუსიკო სკოლის საანგარშო კონცერტს დაესწრო

28 June, 2019

დღეს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში სამუსიკო სკოლის სანგარიშო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ხატვის წრის მოსწავლეებმა დარბაზში მოაწყვეს ასევე ნორჩ მხატვართა გამოფენა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კონცერტს სამუსიკო სკოლის დირექტორი ირინე თოლორდავა უძღვებოდა. კონცერტი მიეძღვნა შვიდწლედდამთავრებულებს, რომლებიც დღეს სკოლიდან გააცილეს.

Share page