ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგრული ოდა დაათვალიერეს

7 June, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ახუთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - კუხალაშვილის კარმიდამო და ოდა-სახლი დაათვალიერეს. ოთხოთახიანი ოდა-სახლი ორნამენტირებული წაბლის მასალით XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული. გააჩნია კოლხური ხე- მცენარეებით დამშვენებული ეზო. საჭიროა ოდის ავთენტური მასალით გადახურვა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან ამ საკითხზე საუბარი უკვე ჰქონდა და უახლოეს პერიოდში სპეციალისტები საკითხს ადგილზე შეისწავლიან, რის შემდეგაც რეაბილიტაციის სამუშაოები დაიგეგმება. მეგრული ოდის დათვალიერების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები ახუთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

 

Share page