მერმა წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

19 June, 2019

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.მისი განცხადებით რამდენიმე პროექტზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. თათბირზე სოფლის მეურნობის განვითარების კუთხით მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს „ მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამუშავებას, პარალელურ რეჟიმში თერმული ნისლით მუშავდება საკარმიდამო ნაკვეთები. აღინიშნა ასევე, რომ გვალვის შედეგად რამდენიმე სოფელში დაზიანდა თხილის კულტურა. თათბირზე ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე და მის მოგვარებაზე იმსჯელეს. თათბირზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

Share page