სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი დაიწყო

2 April, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სპორტული ფესტივალის ფარგლებში ტურნირი შაშსა და ბლიც ჭადრაკში გაიმართა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. გამარჯვებულები დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვა. სპორტული ფესტივალი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მუნიციპალიტეტში 2 - დან 6 აპრილის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში , როგორც საშეჯიბრო, ასევე საჩვენებელი სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება.

Share page