მადლობა ექიმებს მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისათვის

3 April, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ , მოადგილეებთან ერთად , ჩხოროწყუს სასწრაფო - სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ექიმ დოდო ფირცხელავას, ექთან მზია თოლორდავას,მძღოლ პაატა გაბელიას მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას 112-ის მანქანით ახალგაზრდა ორსული ქალბატონი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადჰყავდა , ბავშვი მანქანაში დაიბადა. ახალშობილ ილია ლოგუას წონა 2კგ და 800 გრამია. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ ულოცავს ილიას მშობლებს მესამე შვილის შეძენას და ახალშობილს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

Share page