საახალწლო კონცერტი ქალაქ ჩხოროწყუში

1 January, 2019

31 დეკემბერს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლის წინ მალიბუ ტუღუშის, ანი ტაბაღუასა და მეგობრების მონაწილეობით, საახალწლო კონცერტი ჩატარდა. კონცერტზე შეკრებილ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სიტყვით მიმართა და მათ შობა - ახალი წელი მიულოცა. საახალწლო კონცერტი, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, მერიის მხარდაჭერითა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. კონცერტს, მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Share page