მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას შობა – ახალი წელი მიულოცა

2 January, 2019

ახალი წლის ღამეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სანტა კლაუსთან და ფიფქიასთან ერთად, ქალაქისა და სოფლების მოსახლეობას სახლში ესტუმრა, შობა–ახალი წელი მიულოცა მათ და საახალწლო საჩუქრები გადასცა.  საახალწლო საჩუქრები დათო გოგუამ მითითებულ მისამართებზე მიუტანა ასევე ,,სურვილების ყუთში" განთავსებული წერილების ავტორებსაც. მუნიციპალიტეტის მერი გეგმავს ასევე დამდეგ დღესასწაულებზე კიდევ ბევრ ოჯახს ესტუმროს და ბევრი ბავშვი გაახაროს.

Share page