ლიდია პაპასქირის 120 წლის იუბილე

24 December, 2018

      დღეს ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნაირა ციმინტიას ორგანიზატორობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ესებუასა და მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას მხარაჭერით ახუთში ლიდია პაპასქირის 120 წლის იუბილე აღინიშნა . ლიდია პაპასქირი იყო პირველი ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი ქალი საქართველოში, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სოფელ ახუთში საზოგადო მოღაწისა და მღვდელმთავრის ანტონ პაპასქირის ოჯახში, რომლის სახელსაც უკავშირდება 1976 წელს ახუთში ორკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა. პროექტის ფარგლებში დასუფთავდა ლიდია პაპასქირის სასაფლაო, დაიდგა საფლავის ქვა. ღონისძიება გახსნა მუზეუმის დირექტორმა ნაირა ციმინტიამ, შეკრებილებს მიესალმა საკრებულოს თვამჯდომარე ბესიკ ესებუა, მერი დათო გოგუა. დაბის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანანო გახარიამ შეკრებილებს გააცნო ლიდია პაპასქირის ბიოგრაფია . მღვდელმა ალექსი რეკვავამ გადაიხადა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი . შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლას მიენიჭოს ლიდია პაპასქირის სახელი,ასევე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქუჩას.

Share page