17 სექტემბერს ორი ახალი საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევა

7 September, 2018

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი ქებურია.  დათო გოგუა ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების მზაობით დაინტერესდა.  მუნიციპალიტეტის მერმა ბაღების მენეჯერებისგან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.  საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება. ასევე, 17 სექტემბერს სოფელ კირცხისა და ქვედა ჩხოროწყუს საბავშვო ბაღები ქსპლუატაციაში შევა და აღსაზდელები ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ დაწესებულებებში გააგრძენებენ სწავლას.

Share page